English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
გილოცავთ
კონტინენტის პირველობაზე - ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სერბი დარკო ბრასნიოვიჩი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.
ეს ლუკასთვის პირველი ოქროს მედალია (დიდებში) კონტინენტის პირველობაზე, მანამდე მას ევროპის ჩემპიონატზე კადეტებში და იუნორებში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. მაისურაძე მსოფლიოს 2019 წლის და ევროპის 2019, 2020 წლების ბრინჯაოს მედლის მფლობელია (81კგ-ში).