24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კონფერენცია „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“

05/03/2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, 2022 წლის 2 მაისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიოს გლობალური გამოწვევები“ ჩატარდა.

კონფერენციას მიესალმნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; სტუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ბაირაქთუთან საფფეტი; ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორები შტეფან ჰურტერი; ვილჰემ ჰაუზერი, რომელიც ამავე დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და საპატიო დოქტორია; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი; სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკუტეტის ასოცირებელი პროფესორი ოთარ ბაღათურია.

კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს სექციებში:

·         სექცია 1 - სახელმწიფო მართვისა და საჯარო მმართველობის თანამედროვე გამოწვევები - ხელმძღვანელი: პროფ.შოთა დოღონაძე;

·         სექცია 2 - მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების გლობალური მიმართულებები - ხელმძღვანელი: პროფ. შოთა დოღონაძე

·         სექცია 3 - მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები - ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი ბაღათურია

·         სექცია 4 - სამართალი და პოლიტიკა თანამედროვე გლობალურ სამყაროში - ხელმძღვანელი: პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი

 

მომხსენებლების ნაშრომებში წარმოდგენილი იყო თანამედროვე გლობალურ სამყაროში არსებული გამოწვევები კაცობრიობის მოღვაწეობის სხვადასხვა მიმართულებით - სახელმწიფო მართვისა და საჯარო მმართველობის სფეროში, მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების გლობალური ტრენდები, მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები, აგრეთვე თანამედროვე გლობალური სამყაროსთვის დამახასიათებელი სამართლებრივი პრობლემები და პოლიტიკური რეალობის სპეციფიკური ასპექტები.

მუშაობა წარიმართა საინტერესოდ. კონფერენციაზე განხილული თემები მონოგრაფიის სახით გამოიცემა ნაშრომებში. განხილული რეკომენდაციები კი სასარგებლო იქნება თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების კვლევით დაინტერესებული აკადემიური წრეების, პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციალური ურთიერთობების თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის.