24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ესტონეთში

04/26/2022


სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების საყურადღებოდ!

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის და პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ სტუ-ს ბიზნესტექნოლიგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობის European Solidarity Corps ქვემოთ მოცემულ 2 კვირიან გაცვლით პროექტში ესტონეთში.

პროექტის თარიღები: 13/06/2022 - 03/07/2022

ლოკაცია: ქ. ნარვა, ესტონეთი

სამუშაო ენა: ინგლისური

 ასაკი: 18-29 წელი;

პროექტის ძირითადი თემები:

გარემოსდაცვა და მდგრადი განვითარება

მწვანე მეწარმეობა

საერთო ევროპული ღირებულებები.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, გთხოვთ დეტალურად გაეცანით მოცემულ ლინკზე არსებულ პროექტის აღწერას: https://cutt.ly/HGsUTlL და  28 აპრილამდე Europass ფორმატის CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) ინგლისურ ენაზე ატვირთეთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაში: https://cutt.ly/3GsU0Wd ,

მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის. პროექტის სამუშაო ენა ინგლისური, მონაწილეები უნდა ფლობდნენ ინგლისურს B2 - დონეზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა აუცილებელი არ არის. პროექტში დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე თავად ყიდულობს წინასწარ ფრენის ბილეთებს და შემდეგ უნაზღაურდება მგზავრობის თანხა, ასევე უზრუნველყოფილია საცხოვრებელი და კვების ხარჯები.

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშნელოვან ერთობლივ პროექტებს, ღონისძიებებს ვახორციელებთ. ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის და სამართლის და საერთოშარისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზაზეა დაფუძნებული აქტიურად მუშაობს ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხით, რათა მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზოს, როგორც სტუდენტებს ასევე პარტნიორ ორგანიზაციებს.