24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა

04/20/2022


ინფორმაცია ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ საერთაშორისო სტუდენტებისთვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19336


2022 წლის 15-26 აგვისტოს, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Vilnius University of Applied Sciences - VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) ორგანიზებით გაიმართება საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სტუდენტებისთვის.

VIKO საზაფხულო სკოლა ითვალსიწინებს ბაკალავრიატის საფეხურის კურსებს 3 სასწავლო პროგრამისათვის:
  • მეწარმეობა
  • ახალგაზრდული სოციოკულტურა
  • მდგრადი სოფლის მეურნეობა
თითოეული სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს 3 ECTS (დაახლ. 80 საათი).

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს (პირველკურსელი სტუდენტების გარდა) და მაგისტრანტებს.

საზაფხულო სკლა მოიცავს როგორც სასწავლო კურსებს, ისე ნეტვორქინგ აქტივობებს, სასწავლო ვიზიტებსა და სოციალურ-ულტურულ ღონისძიებებს ვილნიუსსა და ლიეტუვას სხვადასხვა ქალაქში.

ორკვირიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 700 ევრო, რომელიც ფარავს სასწავლო მასალებს, ადგილობრივი ტრანსპორტირებისა და აკომოდაციის ხარჯებს, მათ შორის, საუზმეს, ლანჩს, სოციალური ღონისძიებების ნაწილს. გადასახადი არ ფარავს მგზავრობის ხარჯებსა და სადილებს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და, ასევე, რეგისტრაციისათვის იხილეთ VIKO საზაფხულო სკოლის ვებგვერდი.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge