24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კურსდამთავრებულთა საჯარო ლექცია

04/19/2022

მიმდინარეობს კურსდამთავრებულთა საჯარო ლექციების ციკლი

 

15 აპრილს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართა “zoom”- პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის  ბაქარ ბარათაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ინვესტიციების ყველასათვის"  რომელიც ჩატარდა   საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან მიძღვნილ ღონისძებების ფარგლებში. ბაქარ ბარათაშვილი არის საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე, ასევე მოწვეული პროფესორი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც ასწავლის კორპორაციულ ფინანსებს. 2019-2021 წლებში იყო ISET-ის დირექტორის მოადგილე ფინანსურ და კვლევითი ინსტიტუტის საკითხებში, ხოლო 2013-2019 წლებში ასწავლიდა ეკონომიკას და ფინანსებს კუვეიტში, შუა აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაირა.  ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ  ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.