24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

04/19/2022


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ნინო ომანაძის მივლინება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ომანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2021-წლის 25 ნოემბრის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში (Istanbul Bilgi University 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (11.04.2022-15.04.2022) აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.

პროექტის ფარგლებში ნინო ომანაძემ წაიკითხა ლექციები „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის“ აქტუალურ თემებზე. ვიზიტის ფარგლებში, ნინო ომანაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ.

მონიტორინგის მიზნით შეხვდა ერას+მუს + გაცვლით პროგრამაში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში იმყოფებიან. გაიზიარა მათი შეხედულებები მასპინძელ უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. სტუდენტებმა დიდი კმაყოფილება გამოხატეს ბილგის უნივერსიტეტის მიმართ, რაც გულისხმობდა, როგორც სასწავლო პროცესსა და კომფორტულ გარემოს, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შორის კეთილგანწყობასა და მეგობრულ დამოკიდებულებას.

ნინო ომანაძის ვიზიტი კეთილგანწყობილ ურთიერთთანამშრომლობისა და სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის მონაწილეების მხრიდან აქტიურ მხარდამჭერ გარემოში წარიმართა. მას მიეცა საშუალება დაეთვალიერებინა უნივერსიტეტის კამპუსი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა. მასპინძელმა პროფესორებმა სურვილი გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებისა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.