24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამები

04/18/2022


ინფორმაცია ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამების შესახებ საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისათვის, 2022/23 სასწავლო წლისათვის

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=19304



ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა ბორდი (HARNO) აცხადებს ესტონეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების პროგრამებს 2022-2023 სასწავლო წლისათვის.

სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

სააპლიკაციო განაცხადების მიღება იწარმოებს ონლაინ, მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს და მისი ხანგრძლივობა 1-4 კვირას შეადგენს.
სტიპენდია მოიცავს: სასწავლო კურსის გადასახადს (500 ევრო) და აკომოდაციის ხარჯებს (დღეში 25 ევრო).

მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობა 10 თვემდეა: 1-10 დღე ვიზიტისთვის 45 ევრო დღიურად, 10 დღეზე მეტი ხანგრძლივობით - 660 ევრო თვეში.

საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი გამოცხადდება და განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია შემოთავაზებული პროგრამების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პირობებისა და განაცხადის შეტანის პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge