24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

04/15/2022


2022 წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:

- საზღვაო მეცნიერებები;

- ლოგისტიკა;

- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

- ბიზნესის ადმინისტრირება.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი თარიღები:

14 აპრილი - 30 აპრილი, 2022

კონფერენციაზე დარეგისტრირება;

07 მაისი, 2022

აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;

10 მაისი, 2022

აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;

14 მაისი, 2022

სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;

17 მაისი, 2022

კონფერენციის გახსნა;

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;

მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 5 – 8 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3

სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში;

გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცი თქვენს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
მადლობა


--

Sincerely yours,


George Gabedava

Head of International Relations Service 
Associate Professor 

Batumi Navigation Teaching University

King Tamar Ave.№38, Makhinjauri, Batumi (6010), Georgia

Mobile: (+995) 571711718

e-mail: g.gabedava@bntu.edu.ge
website: www.bntu.edu.ge 

P Please consider the environment before printing this email


--
Assist. Prof. Nina Zhizhilashvili
International Relations Department
Georgian Technical University



კონფერნციის მოთხოვნები