24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის ჩანდიგარის უნივერსიტეტში

04/11/2022


ინფორმაცია გაცვლითი პროგრამის შესახებ სტუდენტებისთვის, ჩანდიგარის უნივერსიტეტში, 2022/23 სასწავლო წლისათვის

 https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=19235

ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს გაცვლით პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხურის სტუდენტებისთვის, 2022/2023 აკადემიური წლისათვის,1 ან 2 სემესტრით.

როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ პროგრამისთვის ნომინირებული სტუდენტი ინდოეთის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს პროგრამაში მონაწილეობისმსურველებმა უნდა წარადგინონ 
სააპლიკაციო ფორმა, CV; სარეკომენდაციო წერილი; ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატს მიღებული აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება); ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე) 2022 წლის 15 აპრილამდე, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ელექტრონულად, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge და, ასევე, მიმღებ უნივერსიტეტში, ელ.ფოსტაზე:
meenu@cumail.in.

სტუდენტი არ იხდის სწავლის საფასურს მიმღებ უნივერსიტეტში, თუმცა იხდის საერთო საცხოვრებელში კვების ფულს (დაახლ. 2000-3000 ინდური რუპია თვეში) და ადმინისტრაციულ გადასახადს 10 აშშ დოლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული პროგრამის, სასწავლო კურსებისა და ზოგადად, ჩანდიგარის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

საკონტაქტო პირი:
დოქტორი მინუ ბჰარდვა (Meenu Bhardwaj)
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი
ელ.ფოსტა: meenu@cumail.in
პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge