24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუ-ის შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნება

04/08/2022


სტუ-ის შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნების მსურველთა საყურადღებოდ!

გრძელდება სტატიების მიღება სტუ-ის სამეცნიერო შრომათა კრებულში „შრომები“

N 3(525) 2022.

·  სტატიების მიღება დასრულდება 30 მაისს,

·  კრებულის PDF ვერსია აიტვირთება საიტზე  http://shromebi.gtu.ge/   30 სექტემბერს.

სტატიების გამოქვეყნება სტუ-ის თანამშრომლებისთვის და ყველა საფეხურის სტუდენტისთვის უფასოა, ჟურნალი არის რეცენზირებადი და რეფერირებადი, შრომების სტატიები  რეფერირდება  პოლითემატურ ქართულ რეფერატულ ჟურ­ნალში (ქრჟ) ქართულ და ინგლისურ ენებზე. მას მინიჭებული აქვს ISSN, DOI, და რეგისტრირებულია Copernicus-ის, Google scholar-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკის   „ივერიელის”   მონაცემთა ბაზაში.

აგრეთვე შრომების აგროსფეროს სტატიები და რეფერატები  ექსპორტირდება გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების  საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში UN FAO AGRIS.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შრომათა კრებულის ვებგვერდზე http://shromebi.gtu.ge და გაეცანით ინფორმაციას  (ავტორთა საყურადღებოდ) ან დაგვიკავშირგეთ ნომერზე  T 2388632.

 
სტუ-ის საგამომცემლო სახლი.