24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა

04/05/2022


პატივცემულო ქალბატონო/ბატონო,

გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2022 წლის 13 აპრილს.

პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის  საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება;

საინფორმაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

Ø მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;

Ø კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;

Ø კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;

Ø სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;

Ø განაცხადების მიღების პროცესი;

Ø მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

შეხვედრის სამუშაო ენა, ისევე, როგორც კონკურსის ადმინისტრირების ენა გახლავთ ინგლისური.

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიმდინარე წლის 8 აპრილის დღის ბოლომდე შეავსოდ სარეგისტრაციო ფორმა

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfqn3PZ5VsJfTgV2nfm2_TEmgT8rcUkSWHPcKjusnY98bFgfw/viewform

 

შეხვედრაზე დასწრების რეგისტრირებულ მსურველებს 11 აპრილს გამოგეგზავნებათ შეხვედრის ზუსტი დრო და მისამართი.

მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

პროფ. ნინო გაჩეჩილაძე                                          პროფ. პიტერ დებრეცენი                                                         

გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე                    გუნდის ხელმძღვანელი                        “საქართველოს მკვლევართა                                 “საქართველოს მკვლევართა                 მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამა                   მობილობის მხარდაჭერის“ პროგრამა