24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტაჟირება შემოსავლების სამსახურში

03/18/2022

შემოსავლების სამსახურში გამოცხადებულია სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში, რომელშიც ვიწვევთ დამამთავრებელი (მე-8) სემესტრის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს. სტაჟირება არის არაანაზღაურებადი;

აღნიშნულ სტაჟირებებზე განვიხილავთ ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის/სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა) ფაკულტეტის სტუდენტებს და ამავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ვებ გვერდზე https://www.hr.gov.ge და იქიდან გამოგვიგზავნონ თავიანი აპლიკაცია ჩვენს მიერ გამოცხადებულ სტაჟირებაზე ნომრით: 69722. განცხადება მოცემულია თანდართულ ფაილად და ასევე ატვირთულია შემდეგ ლინკზე: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69722

კანონის მიხედვით, სამწუხაროდ, სხვა წყაროდან მიღებულ რეზიუმეებს ვერ განვიხილავთ.

სტაჟირება გულისხმობს, როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ ნაწილს და ძალიან ინფორმატიულია.

სტაჟირება თავისთავად არ გულისხმობს შემდგომში დასაქმებას, თუმცა კონკურსის გამოცხადების დროს, კანდიდატებს, ვისაც გავლილი აქვს ჩვენთან სტაჟირება ეძლევათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 მარტი.

ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ განცხადება ჯერ არ დადებულა და როგორც კი გამოქვეყნდება, დამატებით გაცნობებთ.  

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თანამშრომლობისთვის!

პატივისცემით,

ოლღა შენგელია

გორგასლის 16
0114, თბილისი

შემოსავლების სამსახური


ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის

+995 (32) 2 26 11 89

 

ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

 

+995 (593) 30 46 40

o.shengelia@rs.ge

www.rs.ge


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფაილში:

აუდიტის სტაჟირება - არაანაზღაურებადი