24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

02/24/2022


ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის  შესახებ  ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18929

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადაა 04.03.2022
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 9 მარტამდე.
ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე სააპლიკაციო განაცხადების ატვირთვის ბოლო ვადა: 11.03.2022.
გასაუბრება სტუ-ს საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მიმღებ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, ვალიადოლიდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სტუ-ს პერსონალის მობილობა განხორციელდება მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

კოორდინატორი უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს მობილობის 2  ვარიანტს:

1. აკადემიური/ადმინისტრაციული კომბინირებული მობილობა: სტუ-ის აკადემიური თანამშრომელი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5 სამუშაო დღის განმავლობაში ჩაატარებს მინიმუმ 4 ლექციას, შერჩეული ოფიციალური კურიკულუმის შესაბამისად და ჩართული იქნება ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგკურსში;

2. ადმინისტრაციული მობილობა: სტუ-ის აკადემიური თანამშრომელი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში 5 სამუშაო დღის განმავლობაში ჩართული იქნება ვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგკურსში, შერჩეული მიმართულებით.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია პროექტის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტებიდან 3 თანამშრომლის მობილობა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: სატყეო, ჰუმანიტარული, ინჟინერია).


პატივისცემით,

--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge