24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის

02/10/2022


ინფორმაცია ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის (University of Hradec Králové - UHK) მობილობის პროგრამის შესახებ სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2022/23 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18847

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2022/23 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
  • არქეოლოგია
  • საარქივო მეცნიერება
  • ისტორია
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს, რომლის ფასიც საკმაოდ შეღავათიანია, ხოლო 350-550 $ თვეში საკმარისია სტუდენტისათვის, რომ დაფაროს აკომოდაციის, კვების, ტრანსპორტის ხარჯები. 

ფილოსოფიის ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
არქეოლოგია - არქეოლოგიის დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
საარქივო მეცნიერება - საარქივო მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
ცენტრალური ევროპის სწავლა - ისტორიის ინსტიტუტი (MA)
ისტორია - ისტორიის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
ფილოსოფია - ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
პოლიტიკური მეცნიერება - პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
სოციალური მუშაობა - სოციალური მუშაობის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
სოციოლოგია - სოციოლოგიის დეპარტამენტი (BA)

პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები სწავლის გადასახადს არ იხდიან. პროგრამა სტიპენდიას არ ითვალისწინებს. სწავლების ფორმატს (ონლაინ- თუ დასწრებით), მობილობის პერიოდში ეპიდვითარების მიხედვით, განსაზღვრავს მიმღები უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შესაძლებელია 4 სტუდენტის მობილობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 22 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 თებერვლამდე.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი
საერთაშორისო ოფისი

 ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz

პატივისცემით,

--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge