24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსები

02/04/2022


ინფორმაცია უფასო სერტიფიცირებული ინტენსიურ ონლაინ სასწავლო კურსების შესახებ, რომელსაც ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  სთავაზობს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს 2022 წლისათვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18809

პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინტენსიურ ონლაინ სასწავლო კურსებს 2022 წლისათვის, შემდეგი მიმართულებებით:

1. საწარმოო პროცესების დიგიტალიზაცია (Digitalization of production processes) (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 28.02.2022);
2. კომპიუტერზე ორიენტირებული კვლევის ტექნიკა (Computer aided research techniques) - სამეცნიერო დისციპლინებსა და საწარმოო სექტორს შორის ინტერდისციპლინარული  კოლაბორაცია (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25.04.2022);
3. საწარმოო ფირმების დისტანციური მუშაობა (Distance work of industrial firms) -  შესაბამისი მეთოდებისა და საშუალებების გაუმჯობესება (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა13.06.2022).

თითოეული კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სასწავლო კურსებში სტუდენტთა რეკრუტირებასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების (რეკრუტირების პროცესი) ორსაფეხურიანია:
1. შესაბამისი ფორმების შევსება ონლაინრეჟიმში;
2. მიმღები უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი დასკანერებული ასლების გადაგზავნა.

ზემოაღნიშნული კურსები შემოთავაზებულია პროექტის ფარგლებში „ციფრული მეწარმეობა: ტრეინინგი სტუდენტებისათვის“ ("Digital industry: trainings for students"), რომელიც მიმდინარეობს SPINAKER NAWA პროგრამის ფარგლებში - ინტენსიური საერთაშორისო კურიკულუმი (Intensive International Curricula - IMPK).

სტუდენტს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსში მიიღოს მონაწილეობა და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მას შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს რეკრუტირების პროცესი მეორე ნაკადისათვის, რომელიც 2022 წლის დასაწყისიდან გამოცხადდა. პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატებიც გადაეცათ.

კონტაქტი:
ელ.ფოსტა: di@prz.edu.pl
ტელ.: +48178651282


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge