24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტური დასაქმების პროგრამა გერმანიაში

01/31/2022


გთხოვთ ქვემოთ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს სტუდენტებს. 

 სააგენტო "New Service" აცხადებს საზაფხულო სტუდენტურ პროგრამაზე ვაკანსიებს გერმანიაში.

პროგრამის ხანგრძლივობა 3 თვე.

ვაკანსიის აღწერილობა:

** სხვადასხვა პროდუქტების საწყობები, სათბურები, სუპერმარკეტები, სასტუმრო, რესტორანი
** ხელფასი - საშუალოდ საათში 10.45 ევრო, დამოკიდებულია კანდიდატის უნარებზე და ენების ცოდნაზე (შესაძლებელია ბონუსების და პრემიის აღებაც)
** საათების რაოდენობა - კვირაში 35-40 საათი (შესაძლებელია ცვლებში მუშაობა)
** საცხოვრებელი უზრუნველყოფილია - 13 ევრო დღე-ღამეში
** ტრანსპორტირება სახლიდან სამსახურამდე უზრუნველყოფილია

აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:

** ბიომეტრიული პასპორტის ასლი (მინიმუმ 6 თვე ვადით)
** იმატრიკულაციონი ორიგინალი 2 ეგზემპლარი
** სტუდენტური ბილეთის ასლი
** ნიშნების ფურცლის პირველი გვერდის ასლი
** სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან ( გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
** რეზიუმე ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (მხოლოდ მათი ფორმატის მიხედვით, რომელსაც დაინტერესებულ სტუდენტებს მივაწვდით)

აღნიშნული საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 15 თებერვალი

მნიშვნელოვანია სწავლობდეთ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ან კოლეჯში, ასევე მნიშვნელოვანია არ იყოთ პირველი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური სტუდენტზე შეადგენს 100 ევროს.

 დაინტერესებულ სტუდენტებს ვინც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ მოგვწეროთ  შემდეგ მისამართზე newservicehr@gmail.com  


პატივისცემით
თამარ ლომიძე 
ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 568 18 19 17