24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

01/26/2022


სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი გთავაზობთ სტუდენტური ჯგუფის ვიზიტს გერმანიაში, პარტნიორ უნივერსიტეტში (ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტი).

პროექტი ემსახურება სტუდენტთა ინტერნაციონალიზიასა და თანამშრომლობის განმტკიცებას. ფაკულტეტი ზრუნავს დაფინანასება მოიპოვოს DAAD პროექტის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2, მე-3, მე-4 კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების 1-ლი, მე-2 კურსის სტუდენტებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2022 წლის 31 იანვრამდე, 711ა ოთახში, ან ელექტრონულად ფოსტაზე: r.kutateladze@gtu.ge

·         ადგილმდებარეობა: გერმანია, ქალაქი ზაარბრიუკენი 

·         რაოდენობა: 10 სტუდენტი; 

·         პერიოდი: 26 ივნისი – 07 ივლისი 2022.  (12 დღე) 

·         სასურველია სტუდენტი იყოს აცრილი. 

·         სასურველია ჯგუფში უმრავლესობა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი (5–6 მონაწილე მაინც); 

·         სტუდენტები თავად ყიდულობენ გერმანიაში წასვლა–დაბრუნების ბილეთს; 

·         სტიპენდიის თანხას მიიღებენ გერმანიაში (ჯამში 1000 ევრო). 

სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).