24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

“წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო

01/17/2022


“წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო!

 

“წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ.

2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რომლის შედეგადაც “წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი გამოავლენს გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს.

 თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არაა.

გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი.

2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი.

3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.

 

თუ სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველ სტუდენტს უნივერსიტეტში თანაგუნდელების მოძებნა გაუჭირდება, ჩვენ დავეხმარებით. ამისათვის უნდა შეავსოს განაცხადი საიტზე: https://teamder.wignebistaro.ge/ და ჩვენი შემოქმედებითი გუნდი დაეხმარება თანაუნივერსიტეტელების მოძებნაში, რომელთაც ასევე სურთ მონაწილეობის მიღება წიგნების თაროში.

 რეგისტრაციის დასრულების თარიღი - 30.01.2022

 

“წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი - დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება!



“წიგნების თაროს” შესახებ

“წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს.

თამაში 3 ეტაპისგან შედგება:

 პირველ ეტაპზე გუნდები ლიტერატურულ რაუნდებს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო პასუხის გასაცემად - სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება.

 მეორე, ქართული ეტაპი შედგება სამი რაუნდისგან (ისტორია, გეოგრაფია, კულტურა), რომელსაც გუნდის სამივე წევრი თამაშობს. თითოეული რაუნდის სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით.

მესამე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს.

მეოთხე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური - ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

 გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

 

საკონტაქტო პირი: 555 38 75 92 - ანი თანდიაშვილი