24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის პროფესორების წარმატება

12/29/2021


სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი

SP-2-21-162

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 9 დეკემბრის N 157 ბრძანების თანახმად, გამარჯვებული პროექტი საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში უმაღლესი შეფასებით გახლავთ „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვა-კონტროლის სისტემის სრულყოფა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ახალი პარადიგმა“. პროექტის ხელმძღვანელი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გიორგი სულაშვილი, პროექტის კოორდინატორი არის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიტს ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი ანზორ აბრალავა, პროექტის ძირითადი პერსონალი არის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბუღალტრო აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის დეპარტამენტის პროფესორი ნინო ფაილოძე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი იაშა მურვანიძე.

პროექტის ფარგლებში მომზადდება და გამოიცემა მონოგრაფია „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვა-კონტროლის სისტემის სრულყოფა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მართვის ახალი პარადიგმა“. მონოგრაფიის რეცენზენტები იქნებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი და ეკონომიკურ მეციერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ლიპარტია.

მონოგრაფიის რედაქტორები იქნებიან: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ჯალაღონია და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალის „ბიზნესი და კანონმდებლობა“ მთავარი რედაქტორი იური პაპასქუა.