24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ონლაინ-ლექცია

12/22/2021

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ონლაინ-ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

 

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა, 2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან წაიკითხა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ აფხაზური კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები გერმანელი პროფესორის თვალით“.

პროფ. ჰაუზერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების სხვა მაგალითები მსოფლიო ისტორიაშიც გვხვდება, კერძოდ, პროფ. ჰაუზერმა განიხილა კონფლიქტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. რის შედეგადაც, 1949 წლიდან 1990 წლამდე გერმანია იყო ორად გაყოფილი სახელმწიფო, სადაც ერთის მხრივ სახეზე იყო მზარდი ეკონომიკური კეთილდღეობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1950-1960-იან წლებში (გერმანიის ეკონომიკური სასწაული), ხოლო მეორეს მხრივ სტაგნაცია და მოსახლეობის ნაკლები უზრუნველყოფა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პროფ. ჰაუზერმა აღნიშნა, რომ ადამიანური, კულტურული და ეკონომიკური კონტაქტების გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გერმანიის გაერთიანებას.

აღსანიშნავია, რომ პროფ. ჰაუზერმა სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო თავის ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზეთში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი დაახლოების პროცესი ბევრი თანმიმდევრული ნაბიჯისგან შედგება და განიხილა საქართველოს მხრიდან აფხაზეთთან მშვიდობიანი დაახლოებისთვის გასატარებელი შესაძლო ღონისძიებები.

ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება.

პრეზენტაცია (გერმანულად)
პრეზენტაცია (ქართულად)