12/19/2021
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კვირეულის შესახებ ISA Lille უნივერსიტეტში 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=18549
ISA Lille უნივერსიტეტი
(Junia ISA Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 17 იანვარი.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 იანვრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 იანვრამდე.
აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
აკადემიური პერსონალის მობილობა ითვალისწინებს ISA Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, 2022 წლის 21-25 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ISA Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია აგრარული მიმართულებები - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, აგრობიზნესი).
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge