24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაიმართა წიგნის პრეზენტაცია

12/17/2021


სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

       

     3 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, საჯარო მმართველობის დოქტორი ლაშა გოგიძი წიგნის პრეზენტაცია, თემაზე :  “ღია მმართველობის პრაქტიკის თავისებურებანი ადგილობრივ დონეზე საქართველოში”. წიგნი გახლავთ ორენოვანი (ქართული/ინგლისური). პრეზენტაცია ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშრებულ   ღონისძიებების ფარგლებში.

   ლაშა გოგიძე გახლავთ საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტ-კონსულტატი და აქვს 12 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის, ღია მმართველობის, დემოკრატიის, ეთიკისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. იგი ამჟამად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების უფროს ექსპერტად ევროკავშირის პროექტში „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. 2014-2020 წლებში ლაშა მუშაობდა „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში“(NDI) ადგილობრივი თვითმართველობის პროგრამის ხელმძღვანელად. 2013-2019 წლებში, იგი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დამოუკიდებელი ანგარიშების მექანიზმის (IRM) ეროვნული მკვლევარი საქართველოში, ხოლო 2010-2014 წლებში -„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი.