24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

12/14/2021


ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

 

10 დეკემბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა.

ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეცნიერული და პედაგოგიური საქმიანობისათვის, სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის პროფესორები დააჯილდოვა საპატიო დიპლომებით:

1. პაატა კოღუაშვილი;

2. თამარ რევაზიშვილი;

3. ნუნუ ოვსიანიკოვა;

4. ლილი გვენეტაძე;

5. გუგული ყურაშვილი;

6. ოთარ ქოჩორაძე;

7. მარინა მეტრეველი;

8. თემურ ყანდაშვილი;

9. ალეკო ქუთათელაძე;

10. რატი ბურდიაშვილი;

11. ლევან გრიგალაშვილი;

12. ანზორ აბრალავა;

13. გიორგი ბაღათურია;

14. გენადი იაშვილი;

15. შოთა დოღონაძე;

16. ევგენი ბარათაშვილი;

17. გიორგი ცაავა

საბჭომ დაამტკიცა „საჯარო მმართველობის“ საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) ახალი სილაბუსები და არსებული სილაბუსების მოდიფიცირება განახორციელა; ანალოგიურად დაამტკიცა „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ახალი სილაბუსები და არსებული სილაბუსების მოდიფიცირება;

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და გადასცა სტუ-ის სენატს დასამტკიცებლად.

ფაკულტეტის დეკანმა, რუსუდან ქუთათელაძემ პროფესორებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ლექცია-სემინარების გაცდენის შემთხვევაში სასურველია თვითონ პროფესორმა აღადგინოს გაცდენა მომდევნო მეცადინეობამდე, აუცილებლად შეატყობინოს ამის შესახებ დეპარტამენტის უფროსს და თუ ვერ ახერხებს აღდგენას, მაშინ დეპარტამენტის უფროსმა უნდა უზრუნველყოს ჩამნაცვლებლის მიერ ლექცია-სემინარის ჩატარება.

ასევე დეკანმა სთხოვა პროფესორებს my.gtu.ge-ზე განაახლონ პირადი ინფორმაცია და შრომების ჩამონათვალი;

სტუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი მოიფიქრონ როგორც ფაკულტეტისთვის, ასევე უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

დააანონსა ახალი პროექტის „გაიცანი შენი ლექტორი“ დაწყება;

საბჭოს წევრებს გააცნო 9 თებერვალს ჩატარებული არჩევნების შედეგები. სტუ-ის სენატში ფაკულტეტიდან არჩეული იქნა 3 სტუდენტი: გიორგი ქოჩორაშვილი, თამარ ოთინაშვილი, გოგა გელიტაშვილი.