24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საიუბილეო ნაშრომში სტატიის გაფორმებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

12/14/2021


გამარჯობა, კოლეგებო!

დაპირებისამებრ, გიგზავნით მოთხოვნებს სტატიის გაფორმების მიმართ:

თემატიკა

მონოგრაფიის სავარაუდო სახელწოდება იქნება: „ბიზნესის თანამედროვე პრობლემები გლობალიზებულ მსოფლიოში“, ამდენად, ნაშრომების თემატიკამ უნდა მოიცვას ბიზნესის ყველა მიმართულება: ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ტურიზმი, აღრიცხვა, ფინანსები.

პუბლიკაციის ეთიკა:

სხვა მონოგრაფიებში უკვე გამოქვეყნებული სტატია არ მიიღება.

სტატიის მოცულობა:

მინიმალური დასაშვები მოცულობაა 5 გვერდი; მაქსიმალური დასაშვები - 35 გვერდი.

სტატიის სტრუქტურა:

1. სათაური (Times New Roman, კეგლი 16; B);

2. გვარი და სახელი; სამეცნიერო ხარისხი, აფილირება, თანამდებობა; ექაუნთი (gtu.ge-ზე); ქალაქი, ქვეყანა [გვერდის მარჯვენა მხარეს აკრეფილი]

3. აბსტრაქტი (100-120 სიტყვა);

4. საკვანძო სიტყვები (5-მდე სიტყვა და 3-მდე სიტყვათა შეთანხმება);

5. შესავალი;

6. ძირითადი ნაწილი;

7. დასკვნა;

8. ბიბლიოგრაფია.

ტექნიკური პარამეტრები:

არეები - ყველა მხრიდან 2 სმ;

შრიფტი - Times New Roman, კეგლი 14;

ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5;

აბზაცი - 1 სმ;

აბზაცებს შორის ინტერვალების დატოვება დაუშვებელია.

ვადები:

2021 წლის 20 დეკემბერი

თანაავტორთა რაოდენობა:

3 ადამიანი

სტატია უნდა გადაიგზავნოს მაია ჩეჩელაშვილთან, ექაუნთი: m.chechelashvili@gtu.ge

პატივისცემით,

Maia Chechelashvili
Doctor of Economics,
Professor of Georgian Technical University,
Academician of the Georgian Academy of 
Business Sciences