24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ყურადღება!

12/01/2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მოწვეული პროფესორი, ქალბატონი ლუარა გვაჯაია.

ქალბატონი ლუარა 2007 წლიდან მუშაობდა სტუ-ში, ჯერ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, შემდეგ კი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მრავალი დოქტორი და მაგისტრი. გამოქვეყნებული აქვს 45-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის - სახელმძღვანელოები.

მისი შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს თბილისის პირველ სამკერვალო ფაბრიკაში, სადაც გაიარა გზა ოსტატის თანამდებობიდან დირექტორობამდე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე: მრეწველობის; ეკონომიკის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში.

ლ. გვაჯაია იყო უკეთილშობილესი ქალბატონი, საყვარელი პედაგოგი და კოლეგა.

დიდია დანაკლისი, ვუთანაგრძნობთ ოჯახს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს.

პანაშვიდი - 2,3 დეკემბერს (მისამართი - ალ. ყაზბეგის გამზირი №26, კორპუსი 3, ბინა 7)

დაკრძალვა - 4 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე, წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრიდან (შანხაი).