24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“

11/30/2021

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2021 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა მე-15 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, რომელიც მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ 100 წლის მანძილზე მრავალი წარმატებისა და სიახლის შემომქმედია. მათ შორისაა ისეთ ურთულესი დარგის პიონერობა, როგორიცაა საჯარო მმართველობა. ეს დარგი საქართველოსთვის ახალია, თუმცა ჩვენი უნივერსიტეტი პირველი იყო ვინც იგი ჩვენს ქვეყანაში დანერგა. სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო პირველი კვლევები საჯარო მმართველობაში, შეიქმნა სპეციალური მიმართულება, ჩამოყალიბდა ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო მმართველობის მეცნიერების განვითარებაში სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც 15 წელია ყოველწლიურად ტარდება და უკვე გამოცდილ და ახალბედა უამრავ მეცნიერს იზიდავს ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის ქვეყნებიდან. დასასრულს დ. გურგენიძემ მადლიერებით მიმართა ორგანიზატორებს და უსურვა წარმატება მიმდინარე ფორუმს.

კონფერენციას მიესალმნენ: ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; სტუ-ს საპატრიო დოქტორი, ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, ვილჰელმ ჰაუზერი; პროფესორები - შოთა დოღონაძე, გენადი იაშვილი, გიორგი ბაღათურია, ასევე მოწვეული სტუმარი - საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის დირექტორი ტატიანა ბერიძე.

კონფერენცია გაგრძელდა სექციების მუშაობით. მომხსენებლები გადანაწილებულნი იყვნენ 3 სექციაში: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

კონფერენციაზე მოხდა მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.