24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

„ინოვაციური სემინარი – ბიზნესთან თანამშრომლობა“

11/08/2021


გაცნობებთ, რომ 10 ნოემბერს სტუ-ს სტუდენტებისთვის და 12 ნოემბერს სტუ-ს თანამშრომლებისთვის ცალ-ცალკე, დისტანციურად (ონლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით) ერთ დღიანი „ინოვაციური სემინარი – ბიზნესთან თანამშრომლობა“ (Innovation Seminar – Engaging with Business) ჩატარდება.
სემინარი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” მე-4 წლის პროექტის ფარგლებში. გვსურს მონაწილეებს გავაცნოთ და გავუზიაროთ ცოდნა კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) წარმატებით აპრობირებული „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა“ (KRISP) შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირების და მხარდაჭერისთვის შეიქმნა.

ღონისძიების მიზანია სტუ-ში სტიმულირდეს მსგავსი აქტივობები და მომზადდეს აღნიშნული პროგრამის ქართული ანალოგი. სემინარი ხელს შეუწყობს სტუდენტების და თანამშრომლების პრაქტიკული უნარებისა  და ბიზნეს სექტორსა და სტუ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

სემინარს გაუძღვება: ემმა ბონფილიო – კილის უნივერსიტეტის კვლევებისა და ინოვაციების მრჩეველი. კილის ბიზნეს სკოლა.

ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაცია სავალდებულოა.

 სარეგისტრაციო ბმული:  https://forms.gle/Djrr4Wci1N1BbMjD9  

დარეგისტრირების შემთხვევაში, მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ სემინარის დღის წესრიგს და ღონისძიების ბმულს (ZOOM).

სემინარის სამუშაო ენა არის ინგლისური.

სემინარში სრულად მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).

სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.