11/08/2021
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მორიგი (მე-8) ონლაინკონსულტაციის შესახებ, სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=18253
Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ყოველკვირეული კონსულტაციები განახლდა მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან. COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები ღებულობენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
მორიგი ონლაინკონსულტაცია (მე-8) სტუდეტებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 8 ნოემბერს, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 11 ნოემბერს, 11:00 საათზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს
ფეისბუკგვერდზე, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის
Erasmus+ ვებგვერდზე, ასევე,
გზამკვლევს.
ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია -
https://www.webex.com/
შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401
შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge