24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

10/27/2021


მივლინების ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 13 ოქტომბრის №05-04-15/79 ბრძანების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია (რ. ქუთათელაძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ქ. ქოქრაშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ა. აბრალავა - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, ლაშა გორგაძე - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი) ვიმყოფებოდით მივლინებით გერმანიაში.

16 ოქტომბერს მიუნხენში მიწვეული ვიყავით ვლახოპულოს საადვოკატო ბიუროში, სადაც გაფორმდა მემორანდუმი უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანიას შორის. საკონტაქტო პირად დაინიშნა ლაშა გორგაძე.

18-21 ოქტომბერს მიმდინარეობდა შეხვედრები საქართველოს დელეგაციასა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

პირველი შეხვედრა გაიმართა ზაარბრიუკენის მერიაში, სადაც დიდი პატივისცემით შეხვდნენჩვენს დელეგაციას და გამოთქვეს კმაყოფილება, რომ ეს ურთიერთობები გრძელდება. მიპატიჟებული ვიყავით „ფილმის დარბაზში“, სადაც მერიისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრა.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (HTW Saar) შედგა შეხვედრები, სადაც მომწვევიმხარის მიერ დაინიშნა ახალი კურატორი (ყოფილი დეკანი - შტეფან ჰუტერი), რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ შეხვედრებში. შეთანხმდა არსებული მემორანდუმის განახლების აუცილებლობა და შესაბამისი საკითხები.

სტუ-ის 100 წლის იუბილეზე მოვიპატიჟეთ ჩვენი კოლეგები, პროფესორ ვილჰელმ ჰოიზერს შევთავაზეთ პროფესორად მოწვევა სტუ-ში, პროფესორ შტეფან ჰუტერს - ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელობა და ერთობლივი, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება 2022 წლის გაზაფხულზე.

გაგრძელდება საჯარო ლექციების ჩატარება როგორც ჩვენი, ასევე HTW-ს პროფესორების მიერ.

შტეფან ჰუტერმა გამოთქვა სურვილი, რათა 2022 წლის გაზაფხულზე HTW-ს დელეგაცია, რომელშიც იქნებიან პროფესორები და სტუდენტები, ჩამოვიდნენ საქართველოში.

გარდა ამისა ვისაუბრეთ, თუ რა გზებით უნდა მოიპოვონ ჩვენმა სტუდენტებმა დაფინანსება (DAAD და ERASMUS+ პროგრამა), რომ შეძლონ წასვლა და სწავლა ჩვენს პარტნიორ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში.