24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ დღეების ფარგლებში

10/14/2021


ინფორმაცია Erasmus+ დღეების ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრის შესახებ

https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=18054


15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, Erasmus+ დღეების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან და თანამშრომლებთან.  

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და თანამშრომლები, რომლებმაც ისარგებლეს Erasmus+ გრანტით. საუბარი იქნება პანდემიის პირობებში მობილობის შესაძლებლობებზედაც.

სტუ უერთდება Erasmus+ დღეებს, რომელიც 14, 15 და 16 ოქტომბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. #Erasmusdays

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული პროგრამაში და ევროკომისიის მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობებს, ინსტიტუციონალური განვითარების პროექტებს, ჟან მონესა და სხვა პროგრამებს.

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გამო, ღონისძიება ონლაინრეჟიმში გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge