10/06/2021
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო, 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17983
მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო
(Montpellier SupAgro) (მონპელიე, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.
მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
ERASMUS+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.
ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო. პრიორიტეტულია მეღვინეობა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული სხვა საგანმანათლებლო კურსები).
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations Department
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge