24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

10/05/2021


გიზიარებთ ინფორმაციას გამოცხადებული საგამომცემლო სახელმიწფო გრანტების შესახებ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსს.
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

კონკურსის ძირითადი პირობები: 
1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა,
ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა – არაუმეტეს 6 თვისა;
2. პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს (პროექტის ბიუჯეტში არ შედის
თანადაფინანსების თანხა);
3. პროექტის ბიუჯეტში საგრანტო დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ
მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) რედაქტირება, დიზაინი, დაკაბადონება;
ბ) DOI, ISSN, ISBN მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) გამომცემლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) ელექტრონული წიგნის/ელექტრონული მონოგრაფიის მომზადების ხარჯებს PDF, ePUB, MOBI
ფორმატით.
4. პროექტის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების გაცემას;
5. პროექტს შესაძლოა ჰქონდეს თანადაფინანსება – დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა.
თანადაფინასებად არ განიხილება ფონდის მიერ გაცემული ნებისმიერი სხვა გრანტი.
6. ფონდი არ ანაზღაურებს პროექტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს.


კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და განაცხადის წარსადგენად საჭირო პროცედურები შეგიძლიათ იხილოთ კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-sagamomtsemlo-sakhelmtsifo-sametsniero-grantebis-shesakheb-sagranto-konkurss


დაინტერესების შემთხვევაში, 10 ოქტომბარმდე, გთხოვთ დაუკავშირდეთ სტუ-ს გრანტების მომსახურების ოფისს:
საქონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, I სართ., ოთახი 118  
ელ-ფოსტა: grantsoffice@gtu.ge 
ტელ.: +995577416867; +995551124040


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი. სადაც აგრეთვე გამოქვეყნდება ინფორმაცია სიახლეებისა და ოფისის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ: https://www.fb.com/GTUgrantsoffice 

გისურვებთ წარმატებებს!
სტუ-ს გრანტების მომსახურების ოფისი