24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის წარმატება

10/04/2021

სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტი გიორგი აგირბაია Erasmus+ სადოქტორო გაცვლითი პროგრამით 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იმყოფებოდა მადრიდში, ესპანეთში, სადაც ის ალკალას უნივერსიტეტის (Universidad de Alcalá) პროფესორების ხელმძღვანელობით ახორციელდება კვლევას საჯარო ადმინისტრირების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. კვლევის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ხელმძღვანელებთან და ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რათა გამოეკვლია საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და რეფორმების მიმდინარეობა, ასევე საუკეთესო მაგალითები და პრაქტიკები.

როგორც დოქტორანტი გიორგი აგირბაია აღნიშნავს: „Erasmus+ დამეხმარა ადგილზე გავცნობოდი ციფრული საჯარო ადმინისტრირების საუკეთესო მაგალითებს, მემუშავა უცხოელ პროფესორებთან ერთად, რათა უფრო მეტი ღირებული მეცნიერული სიახლე შემომეტანა სადოქტორო ნაშრომში. დამემყარებინა საქმიანი კავშირები შემდგომი თანამშრომლობისთვის სამეცნიერო კვლევების კუთხით და პანდემიის მიუხედავად ძალიან პროაქტიური ერასმუსული მოგზაურობა გამომივიდა ერასმუსის ქსელის წევრ უცხოელ სტუდენტებთან ერთად ესპანეთის ისტორიულ-კულტურულ ქალაქებში მადრიდი, ტოლედო, ალკალა დე ჰენარესი, გვადალახარა, არანხუესი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მიგელ დე სერვანტესის სახლ- მუზეუმმა და იმ ქალაქმა სადაც მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, ასევე მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს, პრადოს, სოფია რეინას და სხვა მუზეუმმა, ცალკე დიდი სიამოვნებაა მადრიდის ვიწრო გამორჩეული არქიტექტურის ქუჩებში სეირნობა, ესპანური სამზარეულოსთანაც დავმეგობრდით, რა თქმა უნდა მენიუს უცვლელი ნაწილი გახლდათ სანგრია და ტინტო დე ვერანო. მადრიდში მოგზაურობა ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ნაწილობრივ ავიხდინე და იმედი მაქვს შემდეგში ელ-კლასიკოსაც დავესწრები. დიდხანს გამომყვება მანდ გატარებული დღეები და ასევე ძალიან ღირებული საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებული დიდი მადლობა სტუ-ს ადმინისტრაციას და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე ალკალას უნივერსიტეტს, პროფესორ მიგელ კამბას და დოქტორ როდრიგო რეის, ქართველ ემიგრანტებს გულთბილი მასპინძლობისთვის.