24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის

09/02/2021


გიგზავნით ინფორმაციას ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსების შესახებ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17686



პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინტენსიურ ონლაინ სასწავლო კურსებს შემდეგი მიმართულებებით:

1. საწარმოო პროცესების დიგიტალიზაცია (Digitalization of production processes) (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 26.09.21);
2. კომპიუტერზე ორიენტირებული კვლევის ტექნიკა (Computer aided research techniques) - სამეცნიერო დისციპლინებსა და საწარმოო სექტორს შორის ინტერდისციპლინარული  კოლაბორაცია;
3. საწარმოო ფირმების დისტანციური მუშაობა (Distance work of industrial firms) -  შესაბამისი მეთოდებისა და საშუალებების გაუმჯობესება.

თითოეული კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სასწავლო კურსებში სტუდენტთა რეკრუტირებასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების (რეკრუტირების პროცესი) ორსაფეხურიანია:
1. შესაბამისი ფორმების შევსება ონლაინრეჟიმში;
2. მიმღები უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი დასკანერებული ასლების გადაგზავნა.

სტუდენტს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსში მიიღოს მონაწილეობა. განაცხადების მიღება მიმდინარეობს მხოლოდ პირველი ნაკადისათვის, მეორე ნაკადისათვის რეკრუტირების პროცესი 2022 წლის დასაწყისიდან გამოცხადდება. მოცემულ ნაკადში თითოეულ კურსში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 10 სტუდენტია.

ზემოაღნიშნული კურსები შემოთავაზებულია პროექტის ფარგლებში „ციფრული მეწარმეობა: ტრეინინგი სტუდენტებისათვის“ ("Digital industry: trainings for students"), რომელიც მიმდინარეობს SPINAKER NAWA პროგრამის ფარგლებში - ინტენსიური საერთაშორისო კურიკულუმი (Intensive International Curricula - IMPK).

კონტაქტი:
ელ.ფოსტა: di@prz.edu.pl
ტელ.: +48178651282

https://gtu.ge/Suss-Eng/News/?ELEMENT_ID=17688
The Rzeszów University of Technology - RUT (Rzeszów, Poland) offers to foreign bachelor and master students on-line, FREE OF CHARGE, intensive courses in:

1. Digitalization of production processes - deadline to apply 26th September 2021;
2. Computer aided research techniques - interdisciplinary collaboration of scientific disciplines and industrial sectors. Deadline ongoing;
3. Distance work of industrial firms -  improvement of methods and tools. Deadline ongoing.

Detailed programme for each course can be found here.

The regulations of the recruitment and participation is here.

The recruitment consists of two stages:
1. filling in the form online;
2. sending in scan a set of required documents upon the request from RUT.

One student can participate in the only ONE course.

The recruitment is opened for 1st Edition. 2nd Edition recruitment will be opened at the beginning of 2022.

The number of available places for one course in given edition is 10.

The courses are done under the project "Digital Industry: Training for Students" in the framework of the SPINAKER NAWA Programme - Intensive International Curricula (IMPK).

Contacts:
E-mail: di@prz.edu.pl
Phone: +48178651282

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations Department

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge