24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა ონლაინ-ლექცია

06/12/2021

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ ასისტენტ-პროფესორ დომინიკ შუგის ონლაინ-ლექცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

 ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ ასისტენტ-პროფესორმა დომინიკ შუგმა, 2021 წლის 11 ივნისს, 10:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან ZOOM-პროგრამის მეშვეობით წაიკითხა ონლაინ-ლექცია თემაზე – „ურბანული მობილობა - მომავლის პერსპექტივა“. ლექციას ასევე ესწრებოდნენ პროფესორ - მასწავლებლები ორივე უნივერსიტეტიდან.

ასისტ-პროფ. შუგმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში გერმანიაში თვალშისაცემია ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რასაც თავის მხრივ მრავალი განმაპირობებელი მიზეზი გააჩნია. ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოქალაქეებისთვის მრავალი უპირატესობა აქვს, მაგალითად დაბალი, სრულად პროგნოზირებადი ხარჯები. ასისტ. პროფ. შუგმა ასევე განიხილა მულტიმოდალური და ინტერმოდალური ტრანსპორტის არსი და მათი უპირატესობები/ნაკლოვანებები. აღსანიშნავია, რომ ასისტ-პროფ. შუგმა სტუ–ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო თავის ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის დიდ ქალაქებში სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაცია და მოძრაობის განტვირთვა (გერმანიის ქალაქ აუგსბურგის მაგალითზე).

ასისტ-პროფ. შუგმა სტუდენტებთან ასევე წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი გზით განვითარდება ურბანული მობილობა 2050 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ კავშირგაბმულობის მზარდი განვითარება; უწყვეტი მარშრუტების და ინტერმოდალური ინტეგრაციის მიმართ მოლოდინი; თანამშრომ-ლობის პრაქტიკის განზოგადება და გაფართოება (ე.წ. Sharing Economy); ასევე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები და პროფესორ–

მასწავლებლები. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება.