24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდია 2021

06/07/2021

ინფორმაცია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსის შესახებ, სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე, რომელიც 2021-2022 წელს განხორციელდება საფრანგეთში 

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=17206



ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.

სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს და საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში.

სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში. სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.

კონკურსში მონაწილეობისათვის სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა.

სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge