24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ

05/27/2021


 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციაზე.

კონფერენციის მიზანია: სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობის მსურველები 2021 წლის 15 ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ სტუდენტურ კონფერენციაზე და გამოაგზავნონ თეზისები (არანაკლებ 500 სიტყვისა) მისამართზე: conference@gtu.ge

●          კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ. ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;

●          მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის –5 წუთი;

●          კონფერენცია ჩატარდება ონლაინ  პლატფორმა Zoom  აპლიკაციის გამოყენებით;

●          კონფერენციის დაწყებამდე 1 დღით ადრე ყველა მონაწილეს დაეგზავნება კონფერენციის ბმული და პროგრამა ;

●          კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური აპლიკანტს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.

●          ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს ერთი ან ორი მეტი ავტორი (მაქსიმუმ სამი);

მნიშვნელოვანი თარიღები: 

●           15 ივნისამდე – კონფერენციაზე დარეგისტრირება;

●           20 ივნისი თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადა;

●          25 ივნისამდე – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; 

●           29 ივნისი, 2021 წელი – კონფერენციის გახსნა.

 

კონფერენციის საკონტაქტო პირები:

 პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, l.petriashvili@gtu.ge

პროფესორი ნონა ოთხოზორია, n.otkhozoria@gtu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

მოხსენების თეზისები უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 500 სიტყვისა;

თეზისები უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი აბზაცისგან

თეზისები უნდა მოიცავდეს ხუთ შემადგენელ ნაწილს:

●           საკვლევი თემა (მოხსენებაში გასაშლელი საკითხის მოკლე აღწერა).

●           აქტუალობა (რატომ არის წარმოდგენილი კვლევა აქტუალური).

●           პრობლემა (რა ტიპის პრობლემაა დასმული თეზისში).

●           მეთოდი (პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილი კვლევის მეთოდები).

●          დასკვნა (პრობლემის, აქტუალურობის, გადაჭრის მეთოდების შეჯამება და კვლევის შედეგად    მიღებული რეზულტატების გამოყენების სფეროს მითითება).

 

რეკომენდაციები: სასურველია თეზისებში იყოს გამოყენებული გასაღებური სიტყვები, კვლევის მიმართულების უფრო ნათლად წარმოჩენისთვის.

 

შრიფტი: Sylfaen; შრიფტის (Font) ზომა: 12 ერთეული; სტრიქონებს შორის მანძილი: 1.15 სმ;

სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით) ავტორის სახელი, გვარი, დაწესებულება - ცენტრში, შრიფტის ზომა 14; ფურცლის კიდიდან დაცილებები: - 2 სმ

 

 კითხვები და თქვენი მოსაზრებები კონფერენციის თაობაზე, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე:    conference@gtu.ge