24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნების შესახებ

05/27/2021

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

25.05.2021წ.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2014 წლის 29 იანვრის #46 სხდომის #1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 1 ივნისს და დასრულდება იმავე წლის 8 ივნისს. განცხადებების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე.

2021 წლის 14 ივნისს კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.

არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 16 ივნისს.

 

კანდიდატებმა განცხადება უნდა წარადგინონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში (მისამართი: კოსტავას ქ. #77, მე-6 სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი #711. საკონტაქტო პირი - ბელა გოდერძიშვილი, ტელ.: 599 44 20 21). განცხადებას თან უნდა დაერთოს:

1.      განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე;

2.      ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

3.      სამოქმედო გეგმა;

4.      პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

5.      ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;

6.      ცნობა ნასამართლეობის შესახებ/სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

7.      ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

8.      2 ფოტოსურათი, ზომით 3x4-ზე.

 

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

65 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით.