24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მივლინება

05/18/2021

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მივლინება

           

 ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები რუსუდან ქინქლაძე და შორენა მეტრეველი 2021 წლის 15-16 მაისს იმყოფებოდნენ ქ. თელავში, სადაც ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტის - „საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.

გასვლით სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და ათამდე უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურმა პერსონალმა ხელმძღვანელობდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

           სამუშაო შეხვედრისას მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს და 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიას. ასევე განიხილეს სტატისტიკური მაჩვანებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიური თავისებურებები და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. იმსჯელეს სხვადასხვა სტატისტიკური ინდიკატორებისა და მონაცემების საჭიროებებზე.

           შეხვედრის ფარგლებში, მრგვალ მაგიდასთან გაიმართა დისკუსია და მსჯელობა სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით საჭიროებები, რომელიც შემდგომში აისახება საქსტატის სამომავლო გეგმებში.

        ჩვენმა პროფესორებმა ურთიერთობა დაამყარეს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან და მკვლევარებთან.