24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩვენი წარჩინებული სტუდენტები ესწრებიან ონლაინ ლექციებს გერმანიის უნივერსიტეტში

05/18/2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარბრუკენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის სამი წარჩინებული სტუდენტი: ელენე საღარაძე, ლიდია კაცაძე და სოფო ხუციშვილი 12 აპრილიდან ესწრებიან ონლაინ ინგლისურენოვან ლექციებს ზაარბრუკენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. ისინი გერმანელი სტუდენტების მსგავსად ჩართულები არიან დავალებებისა და პროექტების მომზადებაში, სარგებლობენ უნივერსიტეტის მრავალფეროვანი ბიბლიოთეკითა და სხვა მასალებით. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ზაარბრუკენის უნივერსიტეტი მათ სახელზე გასცემს შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტს.

 ამჟამად ქართველი სტუდენტები: საერთაშორისო მარკეტინგის, ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის და ასევე ბიზნეს ინგლისურის საგნებს გადიან თიმზში. ჩვენი სტუდენტები უსვამენ კითხვებს გერმანელ ლექტორებს და თავისუფლად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას ლექციის მსვლელობის დროს.

 ასეთი შესაძლებლობა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის სტუდენტებს უკვე მეორე სემესტრია აქვთ. მათ ზაარბრუკენის უნივერსიტეტში მოხვედრასა და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებაში ეხმარებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი, თინათინ იაშვილი.