24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა ვებინარი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით

05/13/2021


ვებინარი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით

27 აპრილს მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა საინტერესო ვებინარი „ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“ - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების:ევგენი ბარათაშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნათელა მარტინენკო,  ხათუნა ხარხელაურის, თამარ ხინიკაძის, რატი ბურდიაშვილის, ნინო ფაილოძის - ბიზნესმონაწილეობით.

აღნიშნულ ვებინარზე განიხილებოდა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო  და პროფესიული (ბაფი, ACCA,) დაწესებულებებში სწავლების  აუცილებელი ინტეგრაციის თემასთან.

ვებინარზე მომხსენებლებმა განაცხადეს რომ, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ანხორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროგრამებში არსებული ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს სასწავლო კურსების სილაბუსების, სასწავლო ლიტერატურისა და საგამოცდო პროცესის დაახლოებას /ინტეგრირებას პროფესიულ ორგანიზაციების (ბაფი, ACCA,)  სტანდარტებთან, მათი ჩათვლისა და აღიარების მოსაპოვებლად. (მომხსენებელი მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ნატალია კონვალენკო).

როგორც დისკუსიაში მონაწილე  პროფესიული ორგანიზაციების (ბაფი, ACCA,)   და SARAS - ის აუდიტისა და პროფესიული განათლების დეპარტამენტის,  ასევე დამსწრე უსდ-ების (თსუ, ილიაუნი, BTU) წარმომადგენლებმა  აღნიშნეს  ეს პროცესი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება ურთიერთ თანამშრომლობა.

შეხვედრის ბოლოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს რომლებიც ჯერ ამ პროცესში არ ჩართულან, შეთავაზა  დახმარება შემდეგი მიმართულებებით :

·         ACCA სასწავლო მასალა და საგამოცდო საკითხების ნიმუშები ქართულ ენაზე,

·         სემინარები სილაბუსების ინტეგრირებისა და მასალების სწავლების შესახებ

·         გამოცდების ჩატარების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესახებ.

აქვე გაცნობებთ რომ, პროგრამაში ჩართვისათვის საჭიროა განცხადებით მიმართოთ მსოფლიო ბანკის ჯგუფს (ელ-ფოსტაზე) პროგრამაში ჩართვის სურვილის დადასტურებით. უნდა მიუთითოთ სასწავლო მასალისა და კითხვების ასლების რაოდენობა, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად.

მიუთითოთ რამდენიმე საკონტაქტო პირი, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან უნივერსიტეტის სახელით.  განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14 მაისი 2021წ

აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტში ჩართვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურენტუნარიანობას.