გიგზავნით ინფორმაციას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუ-ს თანამშრომლებისთვის გამოცხადებული კონკურსისა და ონლაინკონსულტაციების შესახებ
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=16800
2 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით.
კონკურსი გამოცხადებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და
ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველებისთვის იხილეთ
ვებგვერდზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს
ფეისბუკგვერდზე.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ 19 მარტს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე,
კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა
webex-ის აპლიკაცია -
https://www.webex.com/
შეხვედრის ლინკი:
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401
პატივისცემით,
--
საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge
International Relations and Standards Office
Georgian Technical University
Tel / Fax: (+995 32) 237 54 34
https://gtu.ge/Suss/
www.gtu.ge