24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ღონისძიება უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ლაბორატორიის თანამონაწილეობით

03/28/2021

2021 წლის 23 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ლაბორატორიის თანამონაწილეობით, გაიმართა „მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“   ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

სხდომა გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის თავმჯდომარემ პროფესორმა ბესიკ ობოლაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა შოთა დოღონაძემ ასოციაციის ყოველწლიური სპეციალური პრიზი „ სამეცნიერო საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ გადასცა პროფესორ თამაზ მარსაგიშვილს.

გამოცხადდა 2020 წლის კონკურსის შედეგები, 2015-2020 წლებში უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ნაშრომებისთვის 10 მეცნიერი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზითა და სიგელებით. (ჯილდოების გადაცემა გაიმართება მოგვიანებით სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ წარმადგინონ თავიანთი ნაშრომები ფართო აუდიტორიის წინაშე).

გამარჯვებულებს მიესალმნენ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გენადი იაშვილი, საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი, ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის თავმჯდომარე პროფესორი ჯემალ გახოკიძე.

იქვე, ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ და საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მარიამ ცაცანაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.