24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი და აკადემიური პროგრამები

03/22/2021

გიგზავნით ინფორმაციას თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი და აკადემიური პროგრამების შესახებ, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16694

თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Thomas More University of Applied Sciences) (მეჰელენი, ბელგია) აცხადებს გაცვლით და აკადემიურ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას, 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

მულტიდისციპლინური გაცვლითი სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის - უნიკალური კონცეფცია ორიენტირებულია ინტერდისციპლინარულ სწავლებაზე, სტუდენტების სამეწარმეო უნარებისა და აზროვნების ამაღლების, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისა და გლობალურად ინფორმირებული მოქალაქეების გაზრდის მიზნით.

სასწავლო მიმართულებები:
• ხელოვნური ინტელექტი
• ბიოსამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია
• ბიზნესი
• ქიმია
• სამშენებლო
• კიბერუსაფრთხოება
• საექთნო
• კვება და დიეტოლოგია
• ორთოპედიული ტექნოლოგია
• სოციალური მუშაობა
• სპორტი

ონლაინრეგისტრაციისა და გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.


სადიპლომო აკადემიური პროგრამები - ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს შეუძლიათ დაინტერესდნენ დამატებითი პროგრამით თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გელის ინოვაციურ კამპუსში.

• ორთოპედიული ტექნოლოგია სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ აღნიშნული მიმართულებით ბელგიის უნიკალურ, ISPO სერტიფიცირებულ ინსტიტუტში;
• გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის სპეციალობით ამზადებს პროფესიონალებს ციფრული მომავლისთვის.

ინგლისურენოვანი პროგრამების სრული პორტფოლიო იხილეთ აქ.

უნივერსიტეტის საერთაშორისო დახმარების ოფისი დაეხმარება სტუდენტებს განაცხადის შევსების პროცესში.

საკონტაქტო პირი:
სოფი მოლსი (Sofie Mols), საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი
ელ.ფოსტა: sofie.mols@thomasmore.be


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge