24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

03/15/2021

გიგზავნით ინფორმაციას ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16603

ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Salzburg University of Applied Sciences) (ზალცბურგი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ მიმართულებებს: დიზაინი, მედია, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, საინჟინრო სპეციალობები).

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.21
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე. 

დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: დიზაინი, მედია, ბიზნესი, სოციალური მეცნიერებები, საინჟინრო სპეციალობები).

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge