24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

03/12/2021

გიგზავნით ინფორმაციას კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კვირეულის შესახებ: "კოლაბორაცია მომავლისთვის: ტექნოლოგიიდან პერსონამდე" („Collaboration for Future: from Technology to Person“)
https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16560


კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Kaunas University of Applied Sciences – KUAS) (კაუნასი, ლიეტუვა) ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო კვირეულს "კოლაბორაცია მომავლისთვის: ტექნოლოგიიდან პერსონამდე" („Collaboration for Future: from Technology to Person“).

5-დღიანი ღონისძიება გაიმართება ონლაინ, 2021 წლის 29 მარტიდან 2 აპრილამდე.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულნი არიან ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ აქტივობებში, მობილობების ხელშეწყობაში და ამასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს სათანადო გამოცდილების გაზიარებას და, ასევე, სამომავლოდ მსგავსი საქმიანობის განვითარების პერსპექტივების განხილვასა და გამოვლენას. ამასთანავე, აკადემიურ თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ონლაინლექციები მათი სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისად.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 18 მარტამდე უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge