24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022

02/18/2021

გიგზავნით ინფორმაციას სამაგისტრო სტიპენდიების შესახებ, საფრანგეთში, 2021-2022 სასწავლო წლისათვის

https://gtu.ge/Suss/Programms/?ELEMENT_ID=16380

ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022", რომელიც ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).

"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ: 
  • განათლება
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
  • სამართალი
  • მენეჯმენტი
  • საჯარო მმართველობა
სააპლიკაციო განაცხადის მსურველი: 
  • უნდა იყოს დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
  • უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეს დამამთავრებელ კურსზე
  • უნდა იყოს მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
  • უნდა ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას
განაცხადების მიღება მიმდინარეობს მიმდინარე წლის 5 მარტის ჩათვლით,ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

პატივისცემით,
--

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge

International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

https://gtu.ge/Suss/

www.gtu.ge