24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა დოქტორ მიხაელ ჰარცის ლექცია

02/01/2021

დოქტორ მიხაელ ჰარცის ლექცია

 (გერმანია)

28.01.2021 28 იანვარს სტუ ბიზნესტექნოგიების ფაკუულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ინიციატივით ZOOM ფორმატში გაიმართა საარბრიუკენის უნივერსიტეტის სენატორ დოქტორი მიხაელ ჰარცის ლექცია  - ეკონომიკური დანაშაულები გერმანიაში.

დოქტორი მაიკლ ჰარცი არის MHP ანალიტიკური ოფისის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 30 წლის განმავლობაში მან სასამართლოსა პროკურატურისათვის წარადგინა დაახლოებით 2400 ექსპერტის დასკვნა, კერძოდ, გაკოტრების გადახდისუუნარობის და დავალიანების გადაჭარბების,  კომპანიის რესტრუქტურიზაციის, თაღლითობებისა და გაფლანგვის, შემოსავლების და ფინანსური ზარალის შეფასების შესახებ დასკვნები. გერმანული პრესა მასზე ხშირად წერს; განქსტერებზე მონადირე!

დოქტორ ჰარცმა  ყურადღება გაამახვილა „ თეთსაყელოიანთა“ სამოხელეო დანაშაულის ხერხებსა და მოტივებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილებათა გადამეტებით გამოწვეულ შედეგებზე. ლექციამ ინტერესი გამოიწვია სტატისტიკური ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მანიპულაციების გამოვლენის არაკლასიკური მეთოდების დახასიათებით.

ლექციას ესწრებოდნენ: პროფ. ვილი ჰაუზერი, პროფ, ქეთევან ჰაგერი,  სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის (TRSC) პროგრამაში მონაწელე დოქტორანტები, რომლებიც დარგთაშორის კვლევებში არიან ჩართულნი, საჯაროო მმართველობის პრგრამის სტუდენტები;

გერმანულ-ქართულ თარგმანს უზრუნველყოფდა პროფ. ბესიკ შერაზადაშვილი. ინსტიტუტის დირექტორმა მარიამ ცაცანშვილმა მადლობა გადაუხადა პროფესორებს: ვილი ჰაუზერს, ქეთევან ჰაგერს - RIPA-ს მიერ შერჩეული თემატიკით ცნობილ მეცნიერებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის ორგანიზებაში დახმარებისთვის და შემდგომი ლექციის თემა დააანონსა: სამეცნიერო პროდუქციის წარმოებაში დანერგვის სახელმწიფო ხელშეწყობა გერმანიაში.