24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საგრანტო პროგრამები

01/28/2021



  1. GITA-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გამოცხადებული აქვს  თანადაფინანსების 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამა ინოვაციების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

სულ მცირე ერთ წლიანი რეგისტრაციის მქონე მეწარმე სუბიექტს, 30 მილიონამდე წლიური ბრუნვით, აგრეთვე კონსორციუმებს სადაც წამყვანი აპლიკანტი მეწარმე სუბიექტია.

მოთხოვნილი გრანტის ოდენობა: 150,000-650,000 ლარი.

თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 50%.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები განმცხადებლისთვის:

  1. საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშია;
  2. მეწარმე სუბიექტის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს;
  3. კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსში განაცხადის, წარდგენამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე;
  4. კომპანიის წილის 50%-ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 1 თებერვალი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე

      2.     USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში"

USAID "ზრდა საქართველოში" გამოცხადებული აქვს საგრანტო კონკურსი ბოსტნეულის, კენკრისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  1. ზემოთ აღნიშნული რეგიონების სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდ.მეწარმედ, ან გამონაკლის შემთხვევაში აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, როგორც ფიზიკურ პირს,თუ მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
  2. გრანტი გაიცემა აგრეთვე მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომელთაც აქვთ სურვილი გააფართოვონ/განაახლონ არსებული სასათბურე მეურნეობა ან მოაწყონ სრულიად ახალი სასათბურე მეურნეობა და სათბურის მოწყობაში მიიღონ ფინანსური და არა ფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება:

პროექტი ითვალისწინებს სასათბურე მეურნეობების მოწყობას (2000 კვ.მ-მდე)

1მ2 მიწაზე ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს შემდეგი მოცულობის სუბსიდია:

  • ახალი სათბურის მოწყობა - 12.75 ლარი
  • არსებულ სათბურზე გადასახური მასალების შესყიდვა და მონტაჟი - 4.0 ლარი
  • არსებულ სათბურში სარწყავი სისტემის მოწყობა - 2.25 ლარი
  • ვენტილაციის სისტემა - 2.25 ლარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 28 თებერვალი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე.

       3.   USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში"

პროექტს ახორციელებს "ქემონიქს ინთერნეიშენალი", რომელიც აცხადებს საგრანტო კონკურსს ხილისა და ბოსტნეულის მცირე მოცულობის სამაცივრე მეურნეობების მოწყობის მიზნით ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების სამიზნე თემებში.

1მ2 მიწაზე ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს შემდეგი მოცულობის სუბსიდია:

  • ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივრის სპეციფიკაციები (შენობის გარეთ) - 130 ლარი
  • ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივრის სპეციფიკაციები (შენობაში) - 100 ლარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 28 თებერვალი 18:00

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე. 

 

         4.   USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს წლიურ საგრანტო პროგრამას - სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში ინოვაციების წასახალისებლად. წლიური საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა)).

საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  1. პირებს, რომლებსაც შეუძლიათ საგრანტო თანამონაწილეობის სახსრების უზრუნველყოფა ნაღდი ფულით და/ან კრედიტის სახით.
  2. პირებს, რომლებსაც აქვთ მიკრო, მაკრო და საშუალო ზომის კერძო კომერციული საწარმოები.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება:

გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 75 000 აშშ დოლარს.

ბენეფიციარის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 60%-ს.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 სექტემბერი   

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ რომელიმე აღნიშნულ პროგრამაში, Start – Business Solutions გთავაზობთ კონკურსის ფარგლებში.

წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებასა და მოლაპარაკებების წარმოებას. 

Start - Business Solutions

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

T :(+995) 322 18 38 21

E-mail: info@startbs.com

Web: www.startbs.com 

Facebook: Start - Business Solutions

Linkedin: Start - Business Solutions