English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
წინა კვირას ჩატარდა პირველი ონლაინ ლექცია საერთაშორისო სტრატეგიულ მენეჯმენტში, ზაარბრუკენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. ლექციას ესწრებოდა სამი წარჩინებული სტუდენტი ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტიდან: თამარ ტაბატაძე, გიორგი აბესაძე და დავით თეთრაძე. ისინი ზუმის საშუალებით გაეცნენ მასალას, სტუდენტებს და შეასრულეს მოცემული დავალება. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიეცემათ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი.